გაკვეთილის გეგმა _მაკროსები

გაკვეთილის გეგმა


გაკვეთილის  მთავარი თემა
მაკროსები ელექტრონულ ცხრილში (Microsoft Office Excel )


სწავლების საფეხური
დაწყებითი საფეხური, VI  კლასი

მოსწავლეთა პროფილი
  26 მოსწავლე

გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
მოსწავლე შეძლებს ისტ საშუალებების ეფექტურად გამოყენებას, ინფორმაციის  ეფექტურად ორგანიზებას.
მოსწავლეები იძენენ მნიშვნელოვან გამოცდილებას, მაკროსის შექმნის და  გამოყენებისა.


გაკვეთილის მიზნები და შედეგები

მოსწავლეები  გაეცნობიან  მაკროსების ჩაწერას და გამოყენებას. მისი საშუალებით მოახდენენ პროცესის ავტომატიზაციას.
 განუვითარდებათ   ისტ-ის ეფექტიანად გამოყენების უნარ-ჩვევაა

ის ტექნ. VI.1. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება ციფრული მასალის შექმნისას.
·           ისტ-ის გამოყენებისას ახდენს სამუშაო პროცესის ავტომატიზაციას, დროის და სხვა რესურსების ოპტიმალურად გამოყენების მიზნით (მაგალითად: ხშირად გამეორებადი მოქმედების შესასრულებლად ქმნის და იყენებს მაკროსებს, ცვალებადი დოკუმენტში მონაცემების გამოყენებისას ქმნის განახლებად ველებს);
·           საკუთარი ციფრული მასალის გავრცელების და უკუგების მიღების მიზნით შეარჩევს შესაფერის საშუალებას და ხერხს. იყენებს უკუგების შედეგს და სხვების მონაწილეობას პროდუქტის გასაუმჯობესებლად.
·           იყენებს ისტ-ს კანონზომიერების აღმოჩენისას და კანონზომიერების შექმნისას, მათ შორის სხვადასხვა სასწავლო დისციპლინებში ან/და რეალურ ვითარებაში (მაგალითად: ბუნებისმეტყველებაში, ფინანსურ მონაცემებში (ფასების ცვლილება), რომელიმე პროცესის შესაბამისი რიცხვითი მიმდევრობის შექმნა ელექტრონული ცხრილის გამოყენებით);

წინასწარი ცოდნა

მოსწავლეებმა იციან Microsoft Office Excel -ელექტრონულ ცხრილებში მუშაობა, ცხრილის ფორმატირება, ცხრილში მონაცემების შეტანა და რედაქტირება/ფორმატირება, ფორმულების და ხშირად გამოყენებადი ფუნქციების გამოყენება.

შეფასების საგანი და პროცედურები

მოსწავლეები შეფასდებიან წინასწარ შემუშავებული შეფასების რუბრიკის საშუალებით.

სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები


26 კომპიუტერი , პროექტორი, დაფა, მარკერი, Microsoft Office Excel , Microsoft PowerPoint 
გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი
ამ გაკვეთილის დროს ვაგრძელებთ პროექტზე „ჩემი ელექტრონული დღიური“ მუშაობას.
საორგანიზაციო საკითხი, (2წუთი)
მოლოდინის განსაზღვრა
ვიხსნებთ რა გავაკეთეთ წინა გაკვეთილზე: მასწავლებელი მოსწავლეებთან ერთად მართავს დისკუსიას, აკეთებს უკვე გაკეთებული პროექტის „ჩემი ელექტრონული დღიური“-ს ანალიზს. (4 წუთი)

 მასწავლებელი სთავაზობს მოსწავლეებს პროექტში „ჩემი ელექტრონული დღიური“   სხვადასხვა Sheet-ზე გადასასვლელად მოახდინონ სამუშაო პროცესის ავტომატიზაცია,  დროის და სხვა რესურსების ოპტიმალურად გამოყენების მიზნით.
მასწავლებელი მოსწავლეებს აჩვენებს წინასწარ გაკეთებულ სავარჯიშოს ნიმუშს, სადაც ხშირად გამეორებადი მოქმედების შესასრულებლად გამოყენებულია მაკროსები. (3 წუთი)

შინაარსის რეალიზება

მასწავლებლი აცნობს მოსწავლეებს  თუ როგორ ხდება ელექტრონულ ცხილებში  მაკროსის ჩაწერა, შენახვა და ფიგურაზე მისი მიბმა.
ასწავლის მაკროსის გამოყების შემთხვევაში როგორ უნდა შევინახოთ ფაილი. პარალელურად  პროექტორის საშუალებით ახდენს ამის დემონსტრირებას. იყენებს წინასწარ მომზადებულ პრეზენტაციას. (10 წუთი)

მასწავლებლი მოსწავლეებს  ყოფს 5 ჯგუფად  გადათვლის პრინციპით 1-5-მდე). მოსწავლეები ჯგუფებში არჩევენ ახსნილ მასალას, აკეთებენ კომპიუტერთან  სავარჯიშოს: MS Excel 2010-ში ააგონ  ცხრილი მონაცემებით, შექმნან მონაცემების წაშლის მაკროსი და მაკროსის ღილაკი მოათავსონ სამუშაო ფურცლის ზედა მარცხენა კუთხეში.  საჭიროების მიხედვით მასწავლებელი ეხმარება ჯგუფებს მუშაობაში, აძლევს მათ რჩევებს.
(8 წუთი) 

ამის შემდეგ მოსწავლეები  ინდივიდუალურად აგრძელებენ მუშაობას პროექტზე „ჩემი ელექტრონული დღიური“, სადაც სხვადასხვა-  ფურცელზე: (Sheet), I სემესტრი,  II სემესტრი, წლიური გადასასვლელად ქმნიან მაკროსებს და სასურველ ფურცლებზე აკეთებენ მაკროსის ბმულს  ფიგურაზე . (11 წუთი)

გამთლიანება
მასწავლებელი ახდენს გაკვეთილის შეჯამებას, აკეთებს დასკვნებს, აწყობს დებრიფინგს: რა ვისწავლეთ, რაში გამოგვადგება ეს კომპეტენციები (4 წუთი)   და აფასებს მოსწავლეებს. შეფასება (2 წუთი)
საშინაო დავალება:  მოსწავლეებმა იფიქრონ პროექტზე: რას დაამატებენ დღიურს,  რას შეცლიან (1წუთი)



Comments