კიბერუსაფრთხოება




ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარებამ ხელი შეუწყო მსოფ­ლი­ო­ში ახალი გამოწვევების წარმოქმნას. ამ მეცნიერულმა მიღწევამ ბევრ უპირატესობასთან ერთად, წარმოშვა ახალი საფრთხეებიც.

დღეს, კიბერთავდასხმები წარმოადგენს საფრთხეს, რომლის წინააღმდეგაც ეროვნული უსაფრთხოების ექსპერტები ეძიებენ უფრო ეფექტურ, თანმიმდევრულ კიბერპოლიტიკას, ქმნიან სტრატეგიულ დოკუმენტებს და თავდაცვის მეთოდებს.

რა არის კიბერსივრცე

ეს არის ელექტრონული, ვირტუალური სივრცე, რომელშიც ხდება ინფორმაციისა და მონაცემების გადაცემა და ნებისმიერი სხვა სახის კომუნიკაცია ელექტრონული საშუალებით და არა მხოლოდ კომპიუტერით. ეს შეიძლება იყოს კომპიუტერი, კომპიუტერული ქსელი, მობილური თუ სხვა ტექნიკური საშუალება, რომელიც ტექნოლოგიურად უზრუნველყოფს ინფორმაციისა და მონაცემების გადაცემას.

ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარებამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი კიბერსივრცეში საფრთხეების წარმოქმნას. რაც უფრო იზრდება მობილური ტელეფონის, ციფრული აპლიკაციების და ინფორმაციები ქსელში უფრო მატულობს კომპიუტერული ვირუსები, ქსელის გათიშვა და სხვა მსგავსი პროცესები, რომელიც არასასიამოვნო და ხშირად საშიშია.

კიბერსუსაფრთხოების ბიუროს ვებგვერდზე მოთავსებულია (http://csbd.gov.ge) 
რჩევა და რეკომენდაცია, რომელთა შესრულება მეტად მნიშვნელოვანია. იხილეთ ბმული:

Comments